ნეჰე მილნერ-სკადერი სუპერ რაგბის დაუბრუნდა

29 წლის ახალ ზელანდიელი მორაგბე – ნეჰე მილნერ-სკადერი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას “ჰაილენდერსში” გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მილნერ-სკადერი “ჰაილენდერსის” ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიცავს.

1 წლიანი განშორების შემდეგ, ოლ ბლექსის მორაგბე კვლავ სამშობლოში დაბრუნდა. 2015-19 წლებში, მილნერ-სკადერი “ჰარიკეინსის” ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც ფრანგულ “ტულონში” გადავიდა.

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების რიგებში მილნერ-სკადერს 13 კეპი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული აქვს მოხვეჭილი.

(47)

ნეჰე მილნერ-სკადერი სუპერ რაგბის დაუბრუნდა

სტატიის ავტორი
-