Belive

ნემანი ნადოლომ სანაკრებო კარიერა დაასრულა

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
ფიჯის მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა და ლიდერმა ნემანი ნადოლომ ფიჯელთათვის საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილება მიიღო. 30 წლის ნადოლომ საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. სანაკრებო კარიერის დასრულების თაობაზე, ნადოლომ საკმაოდ ემოციური კომენტარი გააკეთა და ფიჯელ გულშემატკივარს დაემშვიდობა. Instagram-ზე განთავსებულ პოსტში ნემანი ნადოლომ მადლობა მოუხადა ფიჯის სამწვრთნელო შტაბს, ნაკრების წევრებსა და გულშემატკივრებს. შეგახსენებთ, ნემანი ნადოლო საფრანგეთის Top-14-ის ბინადარი, "მონპელიეს" ღირსებას იცავს, რომელშიც, მიხეილ ნარიაშვილი, კონსტანტინე მიქაუტაძე, ლევან ჩილაჩავა და გელა აფრასიძე ირიცხებიან.
Untitled

სხვა სტატიები