Belive

ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასის ნახევარფინალურ დაპირისპირებას მოემსახურება

1 წლის წინ რაგბი
1 წთ
საუკეთესო ქართველი არბიტრი - ნიკა ამაშუკელი, რომელიც სანაკრებო და საკლუბო დონეზე არაერთ განსაკუთრებულ სარაგბო მატჩს გაუძღვა, კიდევ ერთხელ დააფასეს. ამაშუკელი ამჯერად ევროპის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალურ დაპირისპირებას მოემსახურება, რომელშიც "რასინგი" "ლა როშელს" შეერკინება. ჩემპიონთა თასის ნახევარფინალის ფრანგულ დაპირისპირებას, ინგლისელი არბიტრი მეთიუ ქერლი გაუძღვება. კიდის არბიტრებათ ნიკა ამაშუკელი და ლუკ პირსი დასახელდნენ. ხოლო ვიდეო რეფერის მოვალეობას ასევე ინგლისელი - იან ტემპესტი შეასრულებს. "რასინგისა" და "ლა როშელის" შეხვედრა, 15 მაისს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება. რაგბის ქართველი გულშემატკივრისათვის აღნიშნული დაპირისპირება იმ ფაქტითაცაა საინტერესო, რომ მასში შესაძლოა ქართველი ლეგიონერებიც ვიხილოთ. "რასინგის" ღირსებას საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურჯი - გურამ გოგიჩაშვილი იცავს. კიდევ ერთი ქართველი ბურჯი - გურამ პაპიძე, "ლა როშელის" რიგებში ასპარეზობს.

სხვა სტატიები