მსოფლიო რაგბმა არბიტრები დაასახელა, რომლებიც ზაფხულის ტესტ-მატჩებს მოემსახურებიან. ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ საუკეთესო ქართველი მსაჯი – ნიკა ამაშუკელი კვლავ რჩეულთა შორისაა.
მსოფლიო რაგბის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკისა და უელსის დაპირისპირებას გაუძღვება. “ბოკე” უელსს პრეტორიაში უმასპინძლებს. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონისა და უელსის დაპირისპირება 2 ივლისს შედგება.
ასევე ცნობილია არბიტრის ვინაობა, რომელიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიის დაპირისპირებას გაუძღვება. 9 ივლისს, “ბორჯღალოსნებისა” და “აძურის” პრინციპულ დაპირისპირებას ახალ ზელანდიელი რეფერი ბრენდონ პიკერილი მოემსახურება.
Referees for the South Africa v Wales summer Test series have been announced…
Test 1: Nika Amashukeli (GRU)
Test 2: Angus Gardner (RA)
Test 3: Matthew Carley (RFU)— Matthew Southcombe (@MattSouth7) April 21, 2022
შეგახსენებთ, ნიკა ამაშუკელი ამჟამადაც სამხრეთ აფრიკაში იმყოფება, სადაც გაერთიანებული სარაგბო ჩემპიონატის (URC) ორ მატჩს გაუძღვება. საუკეთესო ქართველი არბიტრი, “შარკსი” – “ლეინსტერისა” და “ბულსი” – “გლასგო უორიორსის” მატჩებს იმსაჯებს.