Belive

ნინიაშვილი წლის საუკეთესო ახალბედებს შორის დასახელდა

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

გავლენიანი სარაგბო პორტალი Planet Rugby ახალბედა მორაგბეებისგან დაკომპლექტებულ სიმბოლურ გუნდს ადგენს, რომელშიც ფრთაზე (11) საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" ვარსკვლავს - დავით ნინიაშვილს ასახელებს.



Planet Rugby-ს რედაქცია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ გართულდა, რადგან 11-ნომერზე ნინიაშვილს კონკურენციას არგენტინისა და "ნიუკასლის" ამომავალი ვარსკვლავი მატეო კარერასი უწევდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ქართველ გარემარბზე შეჩერდა.

"ლიონში" გადასვლის შემდეგ, ნინიაშვილმა მალევე შეძლო ძირითად გუნდში თავის დამკვიდრება და ფენომენალური პერფორმანსის შედეგად გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

2022 წელს, სანაკრებო და საკლუბო დონეზე დავით ნინიაშვილმა არაერთი გასაოცარი მატჩი ჩაატარა, რომლის იგნორირება წარმოუდგენელია.

Planet Rugby - 2022 წლის საუკეთესო ახალბედების თხუტმეტეული

ხაზი

15) ანჯე კაპუოცო (იტალია, "ტულუზა")

14) ჰენრი არუნდელი (ინგლისი, "ლონდონ აირიში")

13) ჰენკო ვან ვიკი (სამხრეთ არფრიკა, "ლაიონსი"

12) კალავეტი რავუვუ (ფიჯი, "ფიჯიან დრუა")

11) დავით ნინიაშვილი (საქართველო, "ლიონი")

10) საჩა მნგომეზულუ (სამხრეთ აფრიკა, "სტორმერსი")

9) ნოლან ლე გარეკი (საფრანგეთი, "რასინგ 92")

შერკინება

1) ნტუჰუკო მჩუნუ (სამხრეთ აფრიკა, "შარკსი")

2) იგნასიო რუიზი (არგენტინა, "ლონდონ აირიში")

3) ტამაიტი უილიამსი (ახალი ზელანდია, "კრუსეიდერსი")

4) ჯო მაკკარტი (ირლანდია, "ლეინსტერი")

5) კრისტ ტშიუნზა (უელსი, "ექსეტერი")

6) ტეო მაკფარლანდი (სამოა, "სარასენსი")

7) ალექს კენდელენი (ირლანდია, "მანსტერი")

8) ლორენცო ქანონე (იტალია, "ბენეტონი")

სხვა სტატიები