Belive

ნინიაშვილის, გორგაძისა და გიგაშვილის მორიგი აღიარება

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-11 ტურის დასრულების შემდეგ, Midi Olympique-მ ტურის სიმბოლური გუნდი გამოქვეყნა, რომელშიც სამი ქართველი მორაგბე მოხვდა.

ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბექა გორგაძე, ბექა გიგაშვილი და დავით ნინიაშვილი სრულიად დამსახურებულად მოხვდნენ მე-11 ტურის სიმბოლურ გუნდში - გორგაძემ "პოს" უკაპიტნა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა - გიგაშვილმა და ნინიაშვილმა კი ლელოს დადება მოახერხეს და საკუთარი გუნდის რიგებში, გამორჩეული თამაშით წარმოაჩინეს თავი.


316952075_3447737332173008_2792210577630641980_n

26.11.2022 - "პო" 22:6 "ბრივი"

27.11.2022 - "სტად ფრანსე" 12:17 "ტულონი"

28.11.2022 - "ლიონი" 21:14 "ტულუზა"

სხვა სტატიები