Belive

ნინიაშვილისა და საღინაძის ლიონი ჩელენჯ ქაფის გამარჯვებულია

1 წლის წინ რაგბი
1 წთ
ჩელენჯ ქაფის ფინალურ შეხვედრაში ,,ლიონმა” ფრანგული ,,ტულონი” 30:12 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. მატჩში სრულად ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის მორაგბემ – დავით ნინიაშვილმა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბექა საღინაძემ კი ფინალი ტრავმის გამო გამოტოვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მატჩში, პირველი ტაიმის ბოლოს ლელო დათუნა ნინიაშვილმა დადო, თუმცა მას ლელო ვიდეო რეფერიმ გაუუქმა.

სხვა სტატიები