Belive

ნოდარ ჭეიშვილი ინგლისისკენ მეორედ გაეშურა

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მეორეხაზელი - ნოდარ ჭეიშვილი კარიერას კვლავ ინგლისში, კერძოდ კი "ლონდონ სკოტისში" გააგრძელებს. ქართველი მორაგბე ინგლისურ კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება. ქართველი მორაგბის ახალი კლუბი ინგლისის მეორე დივიზიონში გამოდის, მათ 5 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვთ. 5-დან 1 გამარჯვება, 1 ფრე და 3 მარცხი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნოდარ ჭეიშვილს ინგლისში ნათამაშები აქვს, კერძოდ კი იგი "ქორნიშ პირატში" ირიცხებოდა, რომელიც ახლა ინგლისის მეორე დივიზიონშია და მეორე ადგილს იკავებს. Live.ge ქართველ მორაგბეს წარმატებას უსურვებს.

სხვა სტატიები