Belive

ნოემბრის ტესტების ტურის სიმბოლურში ორი ქართველი მორაგბე მოხვდა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

ირლანდიურმა სარაგბო ვებგვერდმა, RugbyPass-მა, ნოემბრის ტესტების კვირის სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი მორაგბე - დავით ნინიაშვილი და ნოდარ ჭეიშვილი, მოხვდა.

,,ბორჯღალოსნებმა'' შაბათს უელსი სტუმრად დაამარცხეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. ეს არის მეორე შემთხვევა, როცა საქართველომ ექვსი ერის წარმომადგენელთან იმარჯვა.

სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი, 4 მოთამაშე ინგლისის ნაკრებიდანაა, რომელმაც ახალ ზელანდიასთან ფრედ, 25:25 ითამაშა.

საუკეთესო თხუთმეტეული RugbyPass-ის ვერსიით:

15. ნინიაშვილი (საქართველო)

14. გრემი (შოტლანდია)

13. იოანე (ახალი ზელანდია)

12. ფარელი (ინგლისი)

11. არენდსი (სამხრეთ აფრიკა)

10. რასელი (შოტლანდია)

9. ლუკუ (საფრანგეთი)

8. დორისი (ირლანდია)

7. პაპალი (ახალი ზელანდია)

6. კარი (ინგლისი)

5. ვაითლოკი (ახალი ზელანდია)

4. ჭეიშვილი (საქართველო)

3. სტიუარტი (ინგლისი)

2. შეჰანი (ირლანდია)

1. ვუნიპოლა (ინგლისი)


სხვა სტატიები