Belive

ოფიციალურად: ახალმა ზელანდიამ პირველობა დაკარგა

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა 4 ერის ბოლო, მე-3 ტურის მატჩი ავსტრალიაში, სადაც ავსტრალიის ნაკრებმა ახალი ზელანდიის ნაკრები 47:26 დაამარცხა. ამ გამარჯვებას რაგბის მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვა, კერძოდ კი ახალმა ზელანდიამ 2008 წლის შემდეგ პირველად დაკარგა პირველი ადგილი და მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე გადავიდა, ხოლო რაც შეეხება პირველ ადგილს, პირველ ადგილზე ისტორიაში პირველად უელსის ნაკრები გადავიდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ გამარჯვებით ავსტრალიის ნაკრებმა საკმაოდ ბევრი სარეიტინგო ქულა მოიპოვა და დიდი ალბათობით მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდებიან. ასევე შეგახსენებთ,რომ ახლა უკვე მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფი უელსის ნაკრები, 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე ჩვენს ჯგუფში იმყოფება.

სხვა სტატიები