Belive

ოფიციალურად: ბექა გიგაშვილი TOP 14-ის გრანდში ითამაშებს!

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, ცნობილმა სარაგბო გამოცემამ rugbyrama.fr-მ გაავრცხელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი ბურჯი - ბექა გიგაშვილი "გრენობლიდან" "ტულონში" გადავიდა. დუდუ ქუბრიაშვილისა და ბექა გიგაშვილის "გრენობლი" TOP 14-დან გავარდა და შესაბამისად კლუბს მოთამაშეებზე ხელფასის შემცირება მოუხდა, რამაც მორაგბეების მხრიდან გუნდის დატოვება გამოიწვია. სწორედ ასე მოხდა ქართველის შემთხვევაშიც, ბექა გიგაშვილმა "გრენობლი" დატოვა და "ტულონს" შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ "ტულონში" თამაშობს ლეგენდარული ქართველი მორაგბე - მამუკა გორგოძე. კლუბი ასევე დატოვა პორტუგალიელმა მორაგბემ - მაიკ ტაჯერმა, რომელიც სავარაუდოდ კვირის ბოლომდე "კლერმონს" შეუერთდება.

სხვა სტატიები