Belive

ოფიციალურად: "ბორჯღალოსნები" ივლისში მსოფლიო ჩემპიონებს დაუპირისპირდებიან

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა რომ 2020 წლის 18 ივლისს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები შინ საქართველოს დაუხვდებიან. ამას გარდა აფრიკა 4 და 11 ივლისს შოტლანდიას უმასპინძლებს. ეს ბორჯღალოსანთა მეორე დაპირისპირება იქნება სამხრეთ აფრიკასთან, პირველად ეს ორი ნაკრები ერთმანეთს ავსტრალიაში 2003 წლის მსოფლიო თასზე შეხვდა, მაშინ აფრიკამ 46:19 გვაჯობა, ამ მატჩში დავით დადუნაშვილმა "ბორჯღალოსანთა" ისტორიაში მსოფლიო თასებზე პირველი ლელო დადო. მატჩის ჩატარების ადგილი და დრო ჯერჯერობით უცნობია.

სხვა სტატიები