Belive

ოფიციალურად: დავით ნინიაშვილმა ლიონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, დავით ნინიაშვილმა "ლიონთან" კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ამომავალმა ვარსკვლავმა "ლიონის" კვართი გასულ წელს მოირგო და მალევე გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ მორაგბედ ჩამოყალიბდა. შესაბამისად, სარაგბო კლუბის ხელმძღვანელებმა ქართველ ფრთას კონტრაქტი 2025 წლამდე გაუხანგრძლივეს. ნინიაშვილმა "ლიონის" შემადგენლობაში თავის გამოჩენა, როგორც ტოპ 14-ის, ასევე ევროპის "ჩელენჯ ქაფის" ეგიდით გამართულ მატჩებში შეძლო. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ "ჩელენჯ ქაფზე" ფრანგული სარაგბო კლუბის წარმატებულ ასპარეზობაში, ნინიაშვილმა ლომის წვლილი დაიდო. "ლიონის" რიგებში გასაოცარი ასპარეზობის გამო, დავით ნინიაშვილი "ბარბაროსების" შემადგენლობაშიც გამოიძახეს. ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "ტვიკენჰემზე" "ბარბაროსებთან" განადგურდა - ნინიაშვილი და გიგაშვილი კი ამ ისტორიული მატჩის მთავარ გმირებად მოგვევლინნენ.

სხვა სტატიები