Belive

ოფიციალურად: გელა აფრასიძემ მონპელიესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
"მონპელიემ" ოფიციალურად დაადასტურა გელა აფრასიძის კონტრაქტის გახანგრძლივება. 21 წლის ქართველი ჰავბეკი "მონპელიეში" 2017 წლიდან ირიცხება. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, გელა აფრასიძემ "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში 20-ზე მეტი კეპის მოხვეჭა შეძლო - მან ასევე იასპარეზა იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე. გავრცელებული ინფორმაციით, "მონპელიემ" აფრასიძეს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა და JIFF სტატუსი მიანიჭა. განახლებული კონტრაქტის თანახმად, აფრასიძე პირველ წელს კვლავ ესპუარებში გაატარებს, მომდევნო ორ წელში კი "მონპელიეს" ძირითად გუნდში დაწინაურდება. "მონპელიესთან" გახანგრძლივებული კონტრაქტის თაობაზე, აფრასიძემ საინტერესო კომენტარი გააკეთა: "მოხარული ვარ, რომ "მონპელიესთან" კონტრაქტი გავახანგრძლივე. ძალიან მსურდა გუნდში დარჩენა და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სურვილი ახდა. ვიმედოვნებ, "მონპელიეს" ჩემი შესაძლებლობებითა და უნარებით დავეხმარები."

სხვა სტატიები