ოფიციალურად: მერაბ შარიქაძემ ფრანგული კლუბი დატოვა

როგორც ცნობილი ხდება, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა – მერაბ შარიქაძემ, ფრანგული “ორიაკი” დატოვა.

მერაბ შარიქაძე “ორიაკში” 2014 წლიდან ირიცხებოდა, სადაც 74 მატჩი ჩაატარა და 8 ლელოს დადება მოახერხა. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ბორჯღალოსნების კაპიტანი.

ფრანგული კლუბი მას რამდენიმე წუთის წინ დაემშვიდობა, მადლობა გადაუხადა და კარიერაში წარმატებები უსურვა.

(902)

ოფიციალურად: მერაბ შარიქაძემ ფრანგული კლუბი დატოვა

სტატიის ავტორი
-