Belive

ოფიციალურად: მიხეილ ალანია საფრანგეთში ითამაშებს!

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს U20 ნაკრებისა და მარნეულის "არმაზის" 18 წლის 9 ნომერი - მიხეილ ალანია საფრანგეთის რანგით მეორე ჩემპიონატში ითამაშებს. ალანია საფრანგეთის რანგის მეორე დივიზიონში (PRO D2) ითამაშებს. მან ქართველებით დაკომპლექტებულ "ორიაკთან" 3 წლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა და კლუბს U20 მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება. მიხეილ ალანია "ორიაკში" მერაბ შარიქაძესთან, გიორგი ჯავახიასთან, გიორგი ცუცქირიძესთან და ვანო კარკაძესთან ერთად ითამაშებს. უმცროსმა ბორჯღალოსანმა Live.Ge-სთან განაცხადა, რომ იგი ბედნიერია ამ ტრანსფერით, რათა მას შანსი მიეცა საფრანგეთში ეთამაშა და ყველაფერს იზავს, რომ გუნდს TOP 14-ში გადასვლით დაეხმაროს.

Live.Ge წარმატებას უსურვებს მიხეილ ალანიას.  

სხვა სტატიები