Belive

ოფიციალურად: მილტონ ჰეიგი ბორჯღალოსნებს დატოვებს!

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
იაპონიაში გასამართი რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, მილტონ ჰეიგი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ზელანდიელი სპეციალისტი იაპონურ სარაგბო კლუბს ჩაიბარებს. წყაროს მტკიცებით, მილტონ ჰეიგსა და "სანტორის" შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
შეგახსენებთ, მილტონ ჰეიგთან ერთად, რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ბორჯღალოსნებს შერკინების მწვრთნელიც დატოვებს. გრემ როუნთრი Pro14-ის ბინადარი “მანსტერის” ფორვარდებს გაწვრთნის.

სხვა სტატიები