Belive

ოფიციალურად: მსოფლიო თასის ფინალში ჩესლინ კოლბი სამხრეთ აფრიკას დაეხმარება

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
შაბათს, 2 ნოემბერს, თბილისის დროით 13:00 საათზე, მსოფლიო თასის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს სამხრეთ აფრიკა და ინგლისი დაუპირისპირდებიან. დღევანდელ დღემდე სამხრეთ აფრიკელთა ერთ-ერთი ლიდერის - ჩესლინ კოლბის ფინალში თამაშის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, თუმცა დღეს პრესკონფერენციაზე, აფრიკელთა მთავარმა მწვრთნელმა რესი ერასმუსმა დაადასტურა, რომ აფრიკელთა ფრთა ფინალში თამაშს შეძლებს. ჩესლინ კოლბი მსოფლიო თასის 1/4 ფინალში იაპონიასთან მატჩში დაზიანდა და მოედანი დატოვა, თუმცა როგორც ჩანს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. მან ნახევარფინალური მატჩი უელსის წინააღმდეგ გამოტოვა, თუმცა იგი ფინალში თამაშს შეძლებს. ეროვნულ ნაკრებში ჩესლინ კოლბის დებიუტი 2018 წელს შედგა, მას 13-ჯერ აქვს აფრიკელთა კვართი მორგებული, სადაც მან 7 ლელოს გატანა შეძლო.

სხვა სტატიები