Belive

ოფიციალურად - რაგბის U20 მსოფლიო ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ გაუქმდა

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
2021 წელს რაგბიში ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი აღარ გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას სარაგბო ვებგვერდი „ამერიკასრაგბინიუსი“ ავრცელებს. უკვე მეორე სეზონია „მსოფლიო რაგბის“ აქამდე ყოველწლიური ასაკობრივი ტურნირის გაუქმება უწევს – მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. ცხადია, აღნიშნული ინფორმაცია მონაწილე გუნდებისთვის და განსაკუთრებით მეორე რანგის ნაკრებებისთვის დიდი დარტყმაა. 2020 წელს ტურნირზე საქართველოს, ფიჯის და იაპონიას უნდა ეთამაშათ. მომდევნო ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი 2022 წელს გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფს კარიერის გაგრძელება ამ ღონისძიებაზე თამაშის გარეშე მოუწევს. ტურნირი ბოლოს 2019 წელს, არგენტინაში გაიმართა. მსოფლიო ჩემპიონატთან ერთად, გაუქმნდა 2021 წლის ალაფაც, რომელიც ესპანეთში უნდა ჩატარებულიყო. შესაბამისად, ეს ღონისძიებაც მომავალ, 2022 წელს გაიმართება. ტურნირების გაუქმება ახალგაზრდებს საერთაშორისო დონეზე ასპარეზობის შანსს ართმევს, რაც განსაკუთრებით პრობლემური მეორე რანგის ქვეყნებისთვისაა. მით უმეტეს, როდესაც ვხედავთ, რომ ოცწლამდელთა ტურნირებზე მოთამაშე მორაგბეები სანაკრებო კონკურენციაში მალევე ჩაერთნენ და მათი დიდი ნაწილი უკვე „ბორჯღალოსნების“ ძირითად შემადგენლობაშიც ასპარეზობს.

წყარო: 1TV

სხვა სტატიები