Belive

ოფიციალურად: საქართველო - რუსეთის დაპირისპირება კვლავ გადაიდო

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონის უკანასკნელი ტურის მატჩი საქართველო - რუსეთი, რომელიც 1 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, კვლავ გადაიდო. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ 2020 წელს ჩასატარებელი ყველა მატჩი, კორონავირუსის პანდემიის გამო გადადებულია. რაგბი ევროპის ჩემპიონატის პრეზიდენტმა, ოქტავიან მორარიუმ ამ ფაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა: "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნება დავრთეთ ნაკრებებს, რომ დავბრუნებულიყავით მოედანზე და გადადებული მატჩები ჩაგვეტარებინა, ახლა კვლავ უნდა შევაჩეროთ. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ევროპაში კვლავ მძვინვარებს კორონავირუსის პანდემია, ამიტომ 2020 წელს რაგბი ევროპის ეგიდით აღარცერთი მატჩი ჩატარდება. ჩვენ ვუფრთხილდებით მოთამაშეებისა და ჩვენი შტაბის ჯანმრთელობას". - ნათქვამია განცხადებაში. ამ ფაქტზე ოფიციალური კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირმაც გააკეთა: https://www.facebook.com/GeorgianRugby/posts/3406347969462278  

სხვა სტატიები