Belive

ოფიციალურად | საქართველო Vs. შოტლანდია მატჩის გამართვის თარიღი ცნობილია

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 17 ივლისს, შოტლანდიას დაუპირისპირდება. მატჩის გამართვის ზუსტი დრო და ადგილმდებარეობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. აღნიშნული ინფორმაცია, შოტლანდიის რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა. 10 ივლისს "ნარშავები" რუმინეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან. 1 კვირის შემდეგ კი "ბორჯღალოსნებს" შეერკინებიან. შეგახსენებთ, შოტლანდიისა და საქართველოს უკანასკნელი დაპირისპირება "სკოტების" გამარჯვებით, ანგარიშით 48:7 დასრულდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2021 წლის ზაფხულში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რამდენიმე მაღალი დონის მატჩს გამართავს. დიდი ალბათობით, ზაფხულის ტესტ-მატჩებზე, "ბორჯღალოსნები" ინგლისის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს "ტვიკენჰემზე" დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები