Belive

ოფიციალურად: საქართველოსა და ინგლისის მორაგბეთა ნაკრებები ერთობლივ ვარჯიშს გამართავენ!

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოსა და ინგლისის მორაგბეთა ნაკრებები ერთობლივ ვარჯიშებს გამართავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ოფიციალურად ადასტურებს. საქართველოს ნაკრები ორ დღეს გაატარებს ბრიტანეთში და ინგლისთან ერთობლივ ვარჯიშს გამართავს. "ბორჯღალოსნების" მიზანი უკანახაზისთვის სარგებლის მიღება იქნება, ხოლო ინგლისელები შერკინებაში გეგმავენ სარგებლის მიღებას. გთავაზობთ "ბორჯღალოსანთა" რაზმს, რომელიც ინგლისთან ერთობლივი ვარჯიშისთვის დასახელდა:
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სავარჯიშოდ ოპტიმალური შემადგენლობით ჩავა, ასევე ოპტიმალური შემადგენლობით ივარჯიშებენ ინგლისელებიც. "ბორჯღალოსნები" უკვე ინგლისში იმყოფებიან და ერთობლივი ვარჯიშისთვის ემზადებიან. შეკრების შემდეგ კი ქართველი მორაგბეები ბრიუსელში ჩაფრინდებიან, სადაც რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩისთვის მოემზადებიან. შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" "ვარდებთან" ერთად, ერთობლივი ვარჯიში 2018 წელსაც გამართეს. გთავაზობთ "ბორჯღალოსნებისა" და "ვარდების" ერთობლივ ვარჯიშს 2018 წელს:

სხვა სტატიები