Belive

ოფიციალურად: U20 რაგბის მსოფლიო თასი გაუქმებულია

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
მსოფლიო რაგბის ოფიციალური განცხადებით U20 რაგბის მსოფლიო თასი გაუქმდა. მსოფლიო თასს სტარტი 2020 წლის ზაფხულში უნდა აეღო, თუმცა როგორც ცნობილი ხდება ტურნირი ოფიციალურად გაუქმებულია.  მსოფლიო თასი იტალიის 3 ქალაქში: ვერონაში, კალვიზანოში და ვიადანაში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მსოფლიო პანდემიისა და Covid 19-ის მძიმე სიტუაციის გამო, ამ პრესტიჟული ტურნირის ჩატარება ვეღარ ხერხდება. საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე B ჯგუფში უნდა ეასპარეზა, სადაც ჩვენი მეტოქეები: ავსტრალია, უელსი და ახალი ზელანდია უნდა ყოფილიყვნენ.
u20

სხვა სტატიები