Belive

ოფიციალურად | უელსი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება

2 წლის წინ რაგბი
1 წთ

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გასამართი ტესტ-მატჩების ფარგლებში, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს დაუპირისპირდება. "დრაკონებისა" და "ბორჯღალოსნების" მატჩი 19 ნოემბერს, ლეგენდარულ "პრინციპალიტიზე" შედგება. უელსის რაგბის კავშირის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, ნოემბერში გასამართი ტესტ-მატჩების კალენდარი გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალ ზელანდიას, (05.11) არგენტინას, (12.11) საქართველოსა (19.11) და ავსტრალიას (26.11) დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები