ოთია გიორგაძე ტოპ 14-ის მე-9 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

153
ნახვა

ტოპ 14-ის მე-9 ტურის შეხვედრაში “კასტრი” “ბრივს” დაუპირისპირდა. დრამატული დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 28:26 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ “კასტრმა” უკანასკნელ წუთზე გატანილი ჯარიმით შეძლო მატჩის მოგება.

“ბრივის” ძირითად შემადგენლობაში კარლენ ასიეშვილი, სოსო ბეკოშვილი და ოთია გიორგაძე იდგნენ – ვასილ ლობჟანიძე კი თამაშში მარქაფიდან ჩაერთო.

ოთია გიორგაძემ მინდორზე თავის გამოჩენა არაერთ ეპიზოდში შეძლო. “ბრივის” ქართველი ლეგიონერის კარგი თამაში არ გამოჰპარვიათ ტოპ 14-ის ორგანიზატორებს, რომლებმაც ოთია გიორგაძე მე-9 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.

(153)

ოთია გიორგაძე ტოპ 14-ის მე-9 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

სტატიის ავტორი
-