Belive

ოთია გიორგაძე: "გულშემატკივრის ყურადღებასა და დაფასებას ვგრძნობ და ეს დამატებითი სტიმულია"

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
18 დეკემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ბრივის” მორკინალი – ოთია გიორგაძე, ნოემბრის თვის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში “ბრივის” ოფიციალური გვერდი წერს   აღნიშნულთან დაკავშირებით, Live.ge ოთია გიორგაძეს ესაუბრა: "ძალიან სასიხარულო იყო. რა თქმა უნდა ერთგვარი სტიმულია. ყოველთვის ვგრძნობ მათ ყურადღებასა და დაფასებას, როგორც მოედანზე - ასევე მის მიღმა. არ მინდა გულშემატკივარს ეს იმედები გავუცრუო. რაც შეეხება "ბრივს" - გუნდს კარგად შევეწყვე, აქ ბევრი ახალი მორაგბე დამხვდა, რომელთან ერთადაც არასდროს მითამაშია. მწვრთნელებმა ძალიან კარგი გუნდი შეკრეს და ეს შედეგზეც აისახება. პრო დ 2-სა და ტოპ 14-ში უკანასკნელი 16 თვის მანძილზე არცერთი საშინაო შეხვედრა არ წაგვიგია და იმედი მაქვს, რომ ეს ტრადიცია კიდევ დიდხანს გაგრძელდება."

სხვა სტატიები