Belive

პერვუხინი - მსგავსი არეულობა არსად მინახავს

2 წლის წინ რაგბი
7 წთ
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეოთხე ტურში “ენისეი-სტმსა” და “შავ ლომს” შორის 30 ოქტომბერს გასამართი მატჩი გადაიდო. დაპირისპირების გადადების მიზეზად, Covid 19 დასახელდა. რუსული კლუბის მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ პერვუხინი უკმაყოფილებად ვერ მალავს და ცდილობს პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს დააკისროს. Rugger.info "ენისეის" მთავარი მწვრთნელის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც პერვუხინი აღნიშნავს, რომ მსგავსი არეულობა არსად უნახავს.
"ამაზე უკვე ბევრი ითქვა. რაგბი ევროპის სუპერ თასის ორგანიზება გაცილებით უფრო უკეთესის სურვილს მიტოვებს. დიახ, რაგბი ევროპა ამბობს, რომ ეს პირველი ტურნირია, რომელსაც გარკვეული ხარვეზები აქვს. მაგრამ მართალი გითხრათ, მსგავსი არეულობა არ მინახავს. ასეთი ორგანიზაცია, ასეთი დამოკიდებულება... ჩვენ უკვე ხუთი წელია ევროტურნირებზე ვართ. სიმართლე გითხრათ, მომავალში ნამდვილად არ მინდა ამაში მონაწილეობის გაგრძელება". "მზად ვიყავით ფინანსური ასპექტი დაგვეწყვიტა და ქართველებს კრასნოიარსკის ფრენა დაგვეფინანსებინა. თავდაპირველად რაგბი ევროპის, ისრაელისა და საქართველოს წარმომადგენლებს სწორედ ამის იმედი ჰქონდათ. ორდღიანი ყოყმანის შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტისგან წერილი მივიღეთ, რომ ეს იქნებოდა ხანგრძლივი ფრენა, რომელიც მორაგბეების კეთილდღეობის სტანდარტებს დაარღვევდა. წერილში აღნიშნული იყო, რომ ორ წვეყანას შორის არსებული რთული ურთიერთობების გამო, ქართულ მხარეს სტამბოლის გავლით უწევდა ფრენა, რაც საკმაოდ დიდი დროს მოითხოვდა. აქვე მინდა ვიკითხო - როგორ მოხვდება "ენისეი" თბილისში? უფრო მეტიც, როდესაც ეს წერილი იწერებოდა, ქართველებს რუსეთის მიმართულებით უკვე ორი ჩარტერი ჰქონდათ შეკვეთილი. მესმის რომ ნებისმიერი კლუბისა და ნებისმიერი ფედერაციის უფლებაა თავად გადაწყვიტოს, როგორ მოხვდნენ მატჩის ადგილზე. ჩარტერული რეისით ფრენა გადაწყვიტეს, მოიძიეს ფინანსები - ძალიან კარგი. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ამ წუთისათვის არსებული - კოვიდ და პოლიტიკური სიტუაცია. ისინი თავად აღნიშნავენ ამას და ყოველღვარი დაზღვევის გარეშე ჯავშნიან ჩარტერს. ჩვენმა ფედერაციამ არტემიევის ხელმძღვანელობით შეუძლებელი შეძლო, ამის გამო არცერთ ქვეყანაში თავს არავინ შეიწუხებდა. წარმომიდგენია, ქართული მხარისთვის იგივე თხოვნით რომ მიგვემართა - არავინ მოგვისმენდა, მარცხს ჩაგვითვლიდნენ და უკან დაგვაბრუნებდნენ. მატჩზე დაგვიანებსი მიზეზს არავინ იკითხავდა და პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩვენ დაგვეკისრებოდა. ქართულ მხარეს პრობლემა მოვუგვარეთ და მათ ქვეყანაში შესვლის უფლება მისცეს. მატჩის 4 საათით გადადებას დავთანხმდით, რაზეც გვიპასუხეს, რომ მორაგბეები გამოძინებასა და დასვენებას ვერ მოასწრებდნენ... მაშინ სად არის სპორტული პრინციპი? "ენისეის" საკუთარ მოედანზე მატჩის გამართვის უფლება ჩამოართვა ნორმალურია, მაგრამ ღამის 2 საათზე დაძინება და დილის 12-ზე გაღვიძება შეუძლებელი". "ახლა გვთავაზობენ, რომ გადადებული მატჩი 2022 წლის 20 მარტს გაიმართოს. იმ დროისათვის რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მატჩები იმართება. ნაკრებში ჩვენი 7-8 მორაგბე თამასობს და მათ გამოყენებას ვერ შევძლებთ - გვეუბნებიან, რომ სხვა თარიღის შერჩევა შეუძლებელია. პასუხად მხოლოდ ერთი რამ შემიძლია - რაგბი ევროპის სუპერ თასიდან მოხსნის გარდა სხვა ალტერნატივას არ გვიტოვებთ. კონტრაქტის ყველა პირობა შევასრულეთ, მატჩი ჩასატარებლად მზად ვიყავით. რატომ არ ჩამოვიდნენ ქართველები, "თელ-ავივ ჰიტის" მსგავსად, რატომ არ იცხოვრეს რუსეთში ეს 5 დღე? ქართველებს სახლში წასვლა უნდოდათ და წავიდნენ. ისინი მატჩზე დროულად არ გამოცხადდნენ - შესაბამისად "შავი ლომი" დამარცხებულად უნდა ჩაითვალოს". "ისრაელში გასამართ მატჩთან დაკავშირებით კიდევ უფრო რთული ვითარებაა. რაგბი ევროპამ ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღო და 4 რიცხვში ჩნიშნული მატჩი 5-ში გადადო. შეტყობინება მივიღეთ, რომ საფეხბურთო მატჩის გამო კაპიტნის ვარჯიშს მხოლოდ საღამოს 21 საათზე გავმართავთ და მოგვიწევს კარებების გარეშე ვივარჯიშოთ, რადგან დაყენებას ვერ მოასწრებენ. წარმოიდგინეთ - ეს არის რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებული ტურნირი. ეს არის არეულობა, რომელიც რაგბი ევროპას საერთოდ არ ამშვენებს და ორგანიზაციის პრესტიჟზე უარყოფითად აისახება! ნამდვილად არ ვიცი ღირს თუ არა მომავალში კვლავ ამ ტურნირზე ასპარეზობა. ჩელენჯ თასზე გატარებული 5 წელი დაუვიწყარი მოგონებაა. ღვთის წყალობით, იქ კვლავ დავბრუნდებით. იმედია, ჩელენჯ თასზე უფრო წარმატებულები ვიქნებით. ჩვენი განვითარებისთვის ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო - რაგბი ევროპის სუპერ თასზე კი ჯერ მხოლოდ დიდ იმედგაცრუებას ვიღებთ", - აღნიშნა პერვუხინმა.
111
"ენისეისთან" გასამართი მატჩის გაუქმების გამო, საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ განცხადება ჯერ კიდევ 1 ნოემბერს გააკეთა. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია:
“სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვა დააწესა და დილით ჩანიშნული ჩარტერული რეისი ვერ შედგა. საქმეში ჩავრთეთ რაგბი ევროპა, რუსეთის რაგბის კავშირი და დღის ბოლოს ჩარტერული რეისის განხორციელების შესაძლებლობა მოვიპოვეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მოთამაშეთა კეთილდღეობიდან გამომდინარე თამაშის კვირისთვის გადადება მოვითხოვეთ, რაზეც “ენისეი” სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო არ დაგვთანხმდა. რაგბი ევროპასთან ერთად ვიმუშავებთ და გადავწყვეტთ როდის ჩატარდება ეს შეხვედრა”. “შავ ლომს” ტურნირზე ჯერ მხოლოდ ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული და ქულათა მაქსიმუმით (10) მეორე ადგილზეა. ის მომდევნო თამაშს 4 დეკემბერს გამართავს და “ლოკომოტივ-პენზას” დაუხვდება. მანამდე გუნდის ბირთვს სანაკრებო შეკრება და შემოდგომის ტესტ-მატჩები ელის: “გუნდმა უკვე მოასწრო ორი თამაშის გამართვა და აგრძელებს ვარჯიშს. კარგი იყო “ენისეისთან” თამაში არ გადადებულიყო, რადგან მოთამაშეებს მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებოდათ, მაგრამ ისიც კარგია, რომ ტურნეს სრულად უთამაშებლები არ ხვდებიან”.

სხვა სტატიები