Belive

ფიჯის მწვრთნელისა და კაპიტნის კომენტარები მატჩის წინ

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ ოსაკაში – “ჰანაზონოს სტადიონზე” ფიჯის კაპიტნის ვარჯიში გაიმართა, ვარჯიშის შემდეგ კი ფიჯის ნაკრების კაპიტანმა - დომინიკო ვაქანიბუროტუმ და მთავარმა მწვრთნელმა - ჯობ მაკკიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. მფრინავი ფიჯელების კაპიტანსა და მწვრთნელს Live.ge-ს ჟურნალისტმა კითხვა ურუგვაისთან მარცხისა და ქართული შერკინების შესახებ დაუსვა. ფიჯელთა კაპიტანი - დომინიკო ვაქანიბუროტუ: "ქართული შერკინების შესახებ ზოგადად ცნობილია და ჩვენც კარგად ვიცით. გვითამაშია ქართველებთან და მათი პლუსების შესახებ კარგად მოგვეხსენება. შემიძლია ვთქვა, რომ მთელი გასული დღეები შერკინების ვარჯიშზე ვიყავით ორიენტირებული და იმედია ეს მოედანზეც კარგად გამოგვივა.: ფიჯელთა მთავარი მწვრთნელი - ჯობ მაკკი: "შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო თასის დაწყებამდე 4 დღით ადრე გამართულმა ტესტ მატჩმა და ავსტრალიასთან მძიმე ჯახმა დაღი დაგვასვა და სამწუხაროდ ეს ყველაფერი ურუგვაისთან შეხვედრაში გამოჩნდა, მაგრამ ეს ახლა წარსულია და ჩვენი ყურადღება სრულად არის მიპყრობილი საქართველოსთან თამაშზე."    

სხვა სტატიები