Belive

ფინ რასელის გასაოცარი მატჩი - შოტლანდიამ თბილისში ისტორია დაწერა (ვიდეო)

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
31 აგვისტოს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ციკლის მეორე ტესტ-მატჩი შოტლანდიის წინააღმდეგ გამართა. სამწუხაროდ "დინამო არენაზე" გამართული დაპირისპირება ბორჯღალოსანთა მარცხით, ანგარიშით 10:44 დასრულდა. საქართველო შოტლანდიის დაპირისპირებას გავლენიანი სარაგბო პორტალი rugbydump.com-ი გამოეხმაურა. განსაკუთრებული ყურადღება კი ფინ რასელის გასაოცარმა პერფორმანსმა დაიმსახურა. 31 აგვისტოს, შოტლანდიამ თბილისში ისტორია დაწერა. პირველი ეშელონის ქვეყნებს შორის შოტლანდია პირველია, რომელიც თბილისში ჩავიდა. მასპინძელთა სამწუხაროდ უნდა აღინიშოს, რომ დაპირისპირება შოტლანდიის გამარჯვებით (10:44) დასრულდა - ფინ რასელმა კი გასაოცარი მატჩი ჩაატარა. გამორჩეული იყო რორი ფაჩინსონის თამაშიც. უკანასკნელი 14 თვის მანძილზე, შოტლანდიამ გასვლით მატჩში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ფინ რასელმა მთელი მატჩის განმავლობაში იაქტიურა და არაერთ მნიშვნელოვან შეტევაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ლელო მოჰყვა.

სხვა სტატიები