Belive

"პირდაპირ გეუბნებით, ძალიან ბევრი ექსპერიმენტი იქნება" - ლევან მაისაშვილი

1 წლის წინ რაგბი
3 წთ
ზაფხულის ტესტ მატჩების დასკვნით შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიის დაპირისპირება შედგა. ბათუმში, იტალიის წინააღმდეგ მოპოვებული ისტორიული გამარჯვების (28:19) შემდეგ, "ბორჯღალოსნებმა" ქუთაისში პორტუგალია 23:14 დაამარცხეს და საზაფხულო ტესტები 2 გამარჯვებით დაასრულეს. 03.07.2022 - საქართველო 24:30 არგენტინა XV 10.07.2022 - საქართველო 28:19 იტალია 16.10.2022 - საქართველო 23:14 პორტუგალია პორტუგალიასთან დასრულებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, "ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა - ლევან მაისაშვილმა განვლილი მატჩები შეაფასა. მაისაშვილმა აღნიშნა, რომ ამ გამარჯვებებში მთელმა სამწვრთნელო შტაბმა, ბიჭებმა, დიდი შრომა ჩადეს და ბედნიერია, რომ დაფასდა. მთავარი მწვრთნელის მტკიცებით, ამ გამარჯვებებმა დიდი თავდაჯერებულობა შეგვმატა და მთელს მსოფლიოს დავანახეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია თამაში. ისტორიული საზაფხულო ტესტების პარალელურად, ქართული რაგბის გულშემატკივრისათვის კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა. "რაგბი ევროპის სუპერთასის" 2022/23 წლების სეზონში, ტურნირზე "შავ ლომთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი - "ბათუმი" იასპარეზებს. "ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა "ბათუმს" წარმატება მიულოცა და "შავი ლომის" გეგმების შესახებაც ისაუბრა.
292279391_455931759310798_9065319693888542316_n

ლევან მაისაშვილი: "ვულოცავ "ბათუმს" ამ წარმატებას და ნამდვილად მნიშვნელოვანი ამბავია, თუმცა, წარმატებასთან ერთად უნდა ითქვას, რომ ეს არის საკმაოდ რთული საკითხი, რადგან მათ მოუწევთ ორ ფრონტზე ბრძოლა. ადვილი არ არის, მაგრამ ეს ყველაფერი სამომავლო განვითარებისთვის აუცილებელია. "შავი ლომის" მაგალითზე გეტყვით, საშუალოდ ჩვენ 500-600-700 წუთიანი მოთამაშეები გვყავს. არიან ისეთებიც, რომელთაც "შავ ლომში" 1200-1300 სათამაშო წუთი დაუგროვდათ. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი. 2 ტურნირი ვითამაშეთ, მადლობა კავშირს - ესეთ ფორსირებულ სიტუაციაში არ იყო ადვილი ამ გუნდის შექმნა. "შავი ლომის" შექმნას და ამ ყველაფერს თუ შედეგი არ აქვს იგივე სკეპტიკოსებისთვის და კრიტიკოსებისთვის მიმინდვია ეს აზრი. კარგად დაფიქრდით. საწყენია, როდესაც ადამიანი, რაღაცას აკეთებს და აქედან მარტო ნეგატივი გესმის. ვითამაშეთ ორ ტურნირზე - ერთი მოვიგეთ, მეორეში კი პლეი-ოფში გავედით. არ იყო ეს ადვილი, მომავალ წელსაც ორი ტურნირი გვაქვს დაგეგმილი. ჩვენთვის ეს იმითაა კარგი, რომ მოთამაშეებს ჰქონდეთ ერთად თამაშის საშუალება. "შავ ლომში' სანაკრებო მოთამაშეების დაახლოებით 30-35%-ს აქვს ერთად თამაშის საშუალება. ძალიან ბევრი ექსპერიმენტი იქნება პირდაპირ გეუბნებით".

სხვა სტატიები