Belive

პირველი ტაიმის შემდეგ: საქართველო 10:19 სამოა

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები სამოას მასპინძლობს. პირველსავე წუთებზე თედო აბჟანდაძემ სადებიუტო ქულები მიითვალა და ანგარიში 3:0 გახადა. ამის შემდგომ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და ორი ლელო დადეს. ბორჯღალოსნებმა შეტევები გააძლიერეს, თუმცა მატაჩის 26-ე წუთზე ცენტრში შეცდომა დაუშვეს და მორიგი ლელო მივიღეთ. სტუმართა უპირატესობა 16 ქულამდე გაიზარდა (3:19). მატჩის 27 წუთზე დერეფნიდან მოწოდებული ბურთი ბორჯღალოსნებმა მოიპოვეს და მოლი შეკრეს, მოლი სტუმრებმა ჩააქციეს და ვასკა ლობჟანიძემ ბურთ გამოიტანა. საბოლოოდ, მატჩს 29-ე წუთზე ვასკა ლობჟანიძემ ლელოს დადება მოახერხა, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში 9 ქულამდე შეამცირა (10:19) დარჩენილ დროში მატჩი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, თუმცა მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა და პირველი ტაიმი ბორჯღალოსნებმა 10:19 დათმეს.  

სხვა სტატიები