Belive

Planet Rugby ბორჯღალოსნების წარმატებულ წელს გამოეხმაურა

1 წლის წინ რაგბი
2 წთ

ცნობილმა სარაგბო გამოცემამ Planet Rugby-მ "ბორჯღალოსნების" წარმატებულ წელს სტატია მიუძღვნა. მათ ფიჯისა და იაპონიის თამაშიც გამოარჩიეს, თუმცა, საქართველოს ნაკრებს ნამდვილი სიურპრიზი უწოდეს. შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილი გუნდმა 2022 წელს 10 მატჩი ჩაატარა და 7 მოიგო.

საქართველოს ისტორიული წელი

საქართველომ, მთელი წლის განმავლობაში, სამ შეხვედრაში ვერ მოიგო. ერთი ტესტი, რომელიც თბილისში გაიმართა, პორტუგალიასთან, ფრედ დასრულდა. არგენტინა XV– თან და სამოასთან კი, დამარცხდნენ. "ბორჯღალოსნებმა" წელს ევროპის ერთა თასის მე-14 ჩემპიონობა იზეიმეს.

ჩემპიონობის შემდეგ, ერთ კვირაში, მათ შეძლეს და ბათუმში ქართული რაგბის ისტორია დაწერეს. ლევან მაისაშვილის გუნდმა იტალიის სარაგბო ნაკრები დაამარცხა და ყველას კიდევ ერთხელ შეახსენა თავი. "აძური" "ბორჯღალოსნებმა" 28:19 დაამარცხეს.

სამოასთან წაგებულ შეხვედრამდე, საქართველომ პორტუგალია და ურუგვაი კომფორტულად დაამარცხა.

2022 წლამდე "ბორჯღალოსნებს" ექვსი ერის ნაკრები დამარცხებული არ ჰყავდა. კარდიფში კი, ისტორიაში პირველად, სტუმრად პირველი დონის ნაკრები დაამარცხეს. კარდიფში უელსის დამარცხებით, საქართველომ ხმამაღლა დააბრახუნა ექვსი ერის კარზე."

"საქართველო ცნობილია მათი ძლიერი შერკინებით, მაგრამ წელს რაგბის მოყვარულები გაოცდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უელსთან მოგებულ შეხვედრაში მორკინალებმა დიდი როლი ითამაშეს, თავი ხაზის მოთამაშეებმაც გამოიჩინეს. თედო აბჟანდაძისა და დავით ნინიაშვილის თამაში აჩვენებს, რომ ქართველები ლაღი თამაშითაც აპირებენ მეტოქეების დაჩაგვრას."

შეგახსენებთ, რომ საქართველო მსოფლიო ჩმპიონატზე C ჯგუფში პორტუგალიასთან, ავსტრალიასთან, ფიჯისთან და უელსთან ერთად იასპარეზებს, რაც უდავოდ რთული გამოწვევა იქნება. როგორც ჩანს, წინ სახალისო 2023 წელი გველის."

სხვა სტატიები