Planet Rugby ბორჯღალოსნების გამარჯვებას გამოეხმაურა

ნოემბრის მესამე ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსი სტუმრად 13:12 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ეს არის მეორე შემთხვევა, როცა ,,ბორჯღალოსნებმა” ექვსი ერის წარმომადგენელს მოუგეს.

საქართველოს მოგებას არაერთი გავლენიანი სარაგბო გამოცემა გამოეხმაურა. მათ შორის იყო Planet Rugby, რომელმაც “ბორჯღალოსნების” გამარჯვებაზე ასეთი რამ დაწერა:

საქართველომ კარი შეანგრია: საქართველომ კარდიფში Principality Stadium-ზე უელსთან გამარჯვებით, წელს, იტალიის შემდეგ, მეორე პირველი დონის ნაკრები დაამარცხა. “ბორჯღალოსნები” დიდი ხანია აკაკუნებენ ექვსი ერის კარზე და ამ გამარჯვების შემდეგ, აუცილებლად უნდა მიეცეთ შანსი. უელსის გუნდი ქაღალდზე აშკარა ფავორიტად ითვლებოდა, ასე რომ საქართველოს მიერ მიღწეული შედეგი საოცარია. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აშკარად დათმო, მაგრამ რწმენამ, რომელიც მათ მეორე ნახევარში გამოავლინეს ყველა განცვიფრებული დატოვა. ამ ყველაფერმა თავი განსაკუთრებით მაშინ იჩინა, როცა უელსის შერკინება ქართველებმა გადაჯეგეს. შაბათი ლევან მაისაშვილისა და მისი ჯარისკაცებისთვის ნამდვილად გარდამტეხი დღე იქნებოდა.

“ბორჯღალოსნების” ამ გამარჯვებას კიდევ ერთი გავლენიანი სარაგბო გამოცერმა Rugby Pass-ი გამოეხმაურა.

Planet Rugby ბორჯღალოსნების გამარჯვებას გამოეხმაურა

სტატიის ავტორი
-