PRO D2 და ქართული ლეგიონი

გუშინ, 27 სექტემბერს PRO D2-ის მე-6 ტური “ბიარიცის” და “ბაიონის” მატჩით გაიხსნა, სადაც მასპინძლებმა მარტივად გაიმარჯვეს (22:6). მატჩი ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოედანზე 53-ე წუთზე ქართველი მარჯვენა ბურჯი, ყოფილი “აჟენელი” ვახტან ახობაძე გამოჩნდა.

დღეს, 28 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00-ზე, PRO D2-ში შემდეგი შეხვედრები გაიმართება:

“ანგულემი” – “მონტ დე მარსი” – მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ვერცერთი ქართველი ვერ მოხვდა, ხოლო მარქაფიდან გუნდს გამოცდილი ბორჯღალოსანი შალვა სუთიაშვილი დაეხმარება. რაც შეეხება სტუმრებს, სტუმართა შემადგენლობაში არცერთი ქართველი არ ირიცხება.

“ბრივი” – “ორიაკი” – TOP 14-იდან ახლად ჩამოქვეითებული “ბრივის” ძირითად შემადგენლობაში ვერცერთი ქართველი ვერ მოხვდა, ხოლო მარქაფიდან მასპინძლებს სოსო ბეკოშვილი, ვასკა ლობჟანიძე და ოთია გიორგაძე დაეხმარება. რაც შეეხება “ორიაკს”, მათ ძირითად შემადგელობაში ითამაშებს ბორჯღალოსანი გიორგი ცუცქირიძე, ხოლო მარქაფიდან გუნდს ლაშა ლომიძე დაეხმარება.

“ოიონაქსი” – “ბურგანბრესტი” – აღნიშნულ გუნდებში არცერთი ქართველი მორაგბე არ ირიცხება.

“მასი” – “ვანი” – მასპინძელთა შემადგელობაში ტრავმის გამო ვერ მოხვდა ილია კაიკაციშვილი, ხოლო რაც შეეხება სტუმრებს, სტუმრებს მარქაფიდან ქართველი მორაგბე, ყოფილი “კლერმონელი” ნიკა ნეფარიძე დაეხმარება.

“ნევერსი” –  “პროვინს რაგბი” – მასპინძელთა განაცხადში გამოჩნდა ყოფილი “ლიონელი” თორნიკე მათარაძე, რომელიც მარქაფიდან დაეხმარება გუნდს, ხოლო  “პროვინს რაგბის” შემადგენლობაში არცერთი ქართველი არ ირიცხება.

22:30 საათზე კი მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს “კარკასონი” და “ბეზიე” დაუპირისპირდებიან. მასპინძელთა გუნდში მირიან ბურდული ირიცხება, თუმცა დღეს იგი განაცხადში ვერ მოხვდა.

 

(541)

PRO D2 და ქართული ლეგიონი

სტატიის ავტორი
-