PRO D2-ის მე-7 ტური და ქართული ლეგიონი

გუშინ, 4 ოქტომბერს PRO D2-ის მე-7 ტური “ბეზიესა” და “ოიონაქსის” მატჩით გაიხსნა, სადაც მასპინძლებმა 24:19 გაიმარჯვეს. სტუმართა ძირითად შემადგელობაში ითამაშა ქართველმა მარჯვენა ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ, რომელიც მატჩის 58-ე წუთზე შეცვალეს.

დღეს, 5 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00-ზე, PRO D2-ში შემდეგი შეხვედრები გაიმართება:

“პროვინს რაგბი” – “კარკასონი” – მასპინძელთა შემადგენლობაში არცერთი ქართველი არ ირიცხება, ხოლო რაც შეეხება სტუმრებს, სტუმართა შემადგელობაში მარქაფიდან გამოჩნდება მირიან ბურდული, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოიშუშა.

 “ორიაკი” – “მონტობარი” – ზედიზედ მესამედ  მასპინძელთა ძირითად შემადგელობაში მოხვდა ბორჯღალოსანი გიორგი ცუცქირიძე, ხოლო ლაშა ლომიძე კი განაცხადში ვერ მოხვდა. სტუმართა მხრიდან კი განაცხადში არცერთი ქართველი არ არის.

“ბაიონი” –ნევერსი” – მასპინძელთა შემადგელობაში არცერთი ქართველი არ ირიცხება, ხოლო რაც შეეხება სტუმრებს, სტუმართა შემადგელობაში ზედიზედ მეორედ მოხვდა განაცხადში ბორჯღალოსანთა მარჯვენა ბურჯი თორნიკე მატარაძე, თორნიკე მატარაძესთან ერთად მარქაფიდან გამოვა გური პაპიძეც.

“ბურგანბრესტი” – “მასი” – სტუმართა შემადგელობაში ტრავმის გამო ვერ მოხვდა ილია კაიკაციშვილი, ხოლო მასპინძელთა მხრიდან არცერთი ქართველი მორაგბე არ იასპარეზებს.

 “ვანი” – “კოლომიერსი” – მასპინძელბს მარქაფიდან ქართველი და ყოფილი “კლერმონელი” ბურჯი, ნიკა ნეფარიძე დაეხმარება. ხოლო რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ ასევე მარქაფიდან, ქართველი ბექა შეყლაშვილი დაეხმარება.

23:00

“მონტ დე მარსი” – “ბიარიცი” – მასპინძელთა შემადგელობაში არცერთი ქართველი არ ირიცხება, რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ ძირითად შემადგელობაში ქართველი მარჯვენა ბურჯი – ვახტან ახობაძე იდგება, რომელიც სეზონის დასაწყისში “აჟენიდან” გადავიდა.

(270)

PRO D2-ის მე-7 ტური და ქართული ლეგიონი

სტატიის ავტორი
-