Belive

ქარი ქაფზე შავი ლომის მეტოქეები ცნობილია

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
პირველი ქართული ფრენჩაიზი - "შავი ლომი" "ქარი ქაფის" პირველ დივიზიონში იასპარეზებს. ტურნირი 2022 წლის 26 მარტს დაიწყება. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, "ქარი ქაფის" პირველ დივიზიონში, ქართულ ფრენჩაიზთან ერთად სამხრეთ აფრიკული და სამხრეთ ამერიკული (არგენტინა, ჩილე, ურუგვაი, პარაგვაი) კლუბები იასპარეზებდნენ, თუცმა უკანასკნელი ცნობების თანახმად, "შავი ლომი" მხოლოდ აფრიკულ კლუბებს დაუპირისპირდება. rugger.info-ს მტკიცებით, "შავი ლომის" მეტოქეები ზიმბაბვეს, ნამიბიისა და კენიის გუნდები - ასევე სამხრეთ აფრიკული "იგლსი" და "გრიფონსი" იქნებიან. შეგახსენებთ, ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი "შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერ თასზე წარმატებულად ასპარეზობს და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა. "ენისეის", "ლომოტივ პენზასა" და "თელ ავივ ჰიტსთან" ერთად ქვეჯგუფში მოასპარეზე "შავი ლომი" ევროპის სუპერ თასის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტადაა მიჩნეული.

სხვა სტატიები