Belive

ქართულ-იაპონური მეგობრობის გასაღრმავებლად

1 წლის წინ რაგბი
1 წთ
საქართველოსა და იაპონიის 30 წლიანი დიპლომატიური თანამშრომლობის ნაყოფიერი ტრადიცია გრძელდება. ამ მეგობრობის და თანამშრომლობის ფარგლებში იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს იოსებ ტყემალაძეს, გამგეობის თავმჯდომარეს დავით კაჭარავას და კავშირის მენჯმენტის გუნდს – ლაშა (ბაჩო) ხურციძეს, თორნიკე გოგებაშვილს და ნიკოლოზ ალავიძეს უმასპინძლა. მეგობრული შეხვედრა საქმიანად და ნაყოფიერად წარიმართა, საუბარი შეეხო ქართულ-იაპონური ურთიერთობის მეტად გაღრმავებას, მათ შორის სპორტის და კულტურის მიმართულებით, სადაც რაგბი საკვანძო როლს თამაშობს. შეხვედრისას დაიგეგმა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელსაც იაპონიის საელჩო და რაგბის კავშირი ერთობლივად განახორციელებენ.
222
წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები