Belive

ქართული დაპირისპირება ტოპ 14-ში და ამაშუკელის მორიგი აღიარება

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-12 ტურის შეხვედრაში, "ტულონისა" და "რასინგ 92"-ის დაპირისპირება შედგა. პრინციპული მატჩი, "ტულონის" მარცხით, 14:31 დასრულდა.

რაგბის ქართველი გულშემატკივრისათვის, აღნიშნული მატჩი საკმაოდ დიდ დატვირთვას ატარებდა, რადგან ერთმანეთის წინააღმდეგ ქართველი მორაგბეები აღმოჩნდნენ - მატჩის მთავარ არბიტრად კი ნიკა ამაშუკელი გახდლათ დანიშნული.

"ტულონის" ძირითად შემადგენლობაში ბექა გიგაშვილმა იასპარეზა - მისი ვიზავი კი გურამ გოგიჩაშვილი აღმოჩნდა, რომელიც "რასინგის" ძირითადში თამაშობდა. სტუმართა მარქაფაში კიდევ ერთი ქართველი ბურჯი - გიორგი ხარაიშვილი იმყოფებოდა, რომელიც მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთო. ბექა გიგაშვილმა 58-ე წუთზე ლელოს დადებაც შეძლო, თუმცა მისმა გარჯამ "ტულონი" მარცხისგან ვერ იხსნა.

დაძაბული და სანახაობრივი მატჩის მთავარმა არბიტრმა - ნიკა ამაშუკელმა, ბრწყინვალე სამსაჯო უნარები გამოავლინა და საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

ფოტო: facebook.com/GeorgianRugby

სხვა სტატიები