Belive

ქართული ფრენჩაიზი სამხრეთ აფრიკულ ტურნირზე იასპარეზებს

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
ქართული რაგბის გულშემატკივართა ოცნება ახდა და პირველი ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი" ვიხილეთ, რომელიც რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს. "რაგბი ევროპის სუპერთასსზე", ქართულმა ფრენჩაიზმა ქვეჯგუფში გამართული ორივე შეხვედრა მოიგო და ტურნირის ფავორიტთა შორისაა. ქართული რაგბის გულშემატკივრისათვის მორიგი სასიხარულო სიახლე გავრცელდა. სამხრეთ აფრიკული მედია საშუალებების მტკიცებით, ქართული ფრენჩაიზი "ქარი ქაფის" პირველ დივიზიონში იასპარეზებს. წყაროს მტკიცებით, ტურნირი 2022 წლის 26 მარტს დაიწყება. Sport24-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ქარი ქაფის" პირველ დივიზიონში, ქართულ ფრენჩაიზთან ერთად სამხრეთ აფრიკული და სამხრეთ ამერიკული (არგენტინა, ჩილე, ურუგვაი, პარაგვაი) კლუბები იასპარეზებენ. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ქართულ და სამხრეთ აფრიკულ მხარებს შორის ფართო ჭრილში პარტნიორობის 11-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

სხვა სტატიები