ქართველ მორაგბეებს რუსეთში კონტრაქტი გაუწყვიტეს

2.69K
ნახვა

Rugby TV-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სარაგბო ჩემპიონატში მოასპარეზე “სლავამ” რეზი ბროძელსა და საბა ილურიძეს კონტრაქტი გაუწყვიტა.

მიზეზი კი ლელოს ის აღნიშვნა გახდა, სადაც ქართველმა მორაგბეებმა თვალზე ხელის აფარებით გამოხატეს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

“ჩათვალეს, რომ პოლიტიკურჺდ დატვირთული იყო და რუსეთზე მქონდა გართულება. ამ ჟესტით ჩემს ხალხს გამოვუცხადე მხარდაჭერა და არა პოლიტიკოსებს,” – განაცხადა რეზი ბროძელმა Rugby TV-სთან საუბარში.

(2692)

ქართველ მორაგბეებს რუსეთში კონტრაქტი გაუწყვიტეს

სტატიის ავტორი
-