Belive

ქართველმა მსაჯებმა 6 ერის კარი შეაღეს

5 წლის წინ რაგბი
1 წთ
ქართველი მსაჯები, შოთა თევზაძე და ნიკა ამაშუკელი სარაგბო პროგრესს განაგრძობენ. 2019 წელს ორივე  რაგბი ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე იმსაჯებს, ამაშუკელი კი, გახდება პირველი ქართველი, რომელიც ექვსი ერის კარს შეაღებს. ორივე ყოფილი სპორტსმენი იყო და კარიერის დასრულება ნაადრევად მოუწიათ. ახალგაზრდულ ასაკშივე მსაჯობა გადაწყვიტეს. თავდაუზოგავი შრომის შედეგად კი, ორივე მათგანი უმაღლეს მწვერვალზე ავიდა. ქართულ რაგბს მხარში დაუდგა ირლანდიის რაგბის კავშირის სამსაჯო კომიტეტი. მორაგბეებისთვის მიუღწეველი 6 ერის კარი, ჯერ მსაჯებმა შეაღეს, ხოლო თავად მორაგბეები ჯერ კიდევ გასაღების მორგების პროცესში არიან.

სხვა სტატიები