Belive

ყველა დროის ანტირეკორდი - ახალი ზელანდია რეიტინგში დაქვეითდა

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

Rugby Championship-ის პირველ ტურში ახალი ზელანდიის ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან სტუმრად 16 ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 10:26 დამარცხდა. ეს ,,ოლ ბლექსისთვის'' ზედიზედ მესამე წაგებაა (ზელანდიამ ივლისის ტესტებზე ირლანდიასთან 2 მატჩი დათმო), რაც, რა თქმა უნდა, მათ რეიტინგზე უარყოფითად აისახა. ამას ისიც ემატება, რომ მსოფლიო რეიტინგის სისტემის მიხედვით, 15 ქულაზე მეტით წაგების შემთხვევაში, გუნდს კიდევ უფრო მეტი ქულა აკლდება. შესაბამისად, ახლა ზელანდიელები მე-5 ადგილს იკავებენ, რაც მათთვის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია (რეიტინგი ოფიციალურად ხვალ განახლდება). რეიტინგის პირველ პოზიციაზე ირლანდიაა, მეორეზე - საფრანგეთი, მესამეზე - სამხრეთ აფრიკა, მეოთხეზე კი - ინგლისი. ახალი ზელანდია მომავალ მატჩს 13 აგვისტოს გამართავს, იან ფოსტერის გუნდი კვლავ სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება.




 

სხვა სტატიები