Belive

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ... საქართველო

1 წლის წინ რაგბი
6 წთ
მიმდინარე კვირის დასასრულს, U20 ზაფხულის სერიები აიღებს სტარტს, რომელიც იტალიაში გაიმართება. 6 ერის წარმომადგენლებთან ერთად, ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, საქართველო და სამხრეთ აფრიკა მიიწვიეს. ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე, უმცროსი "ბორჯღალოსნების" შესახებ ვრცელი და საინტერესო სტატია განთავსდა.

U20 ზაფხულის სერიების დაწყებამდე, თვალი გადავავლოთ ტურნირში მონაწილეებს - ვისაუბროთ საქართველოს შესახებ უკანასკნელ წლებში პროგრესი თვალსაჩინოა. საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც განვითარებადი, ძლიერი სარაგბო ერი, რომელმაც 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასზე წარმატებული ასპარეზობის შედეგად, 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება ავტომატურად მოიპოვა. "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის დომინანტ ძალად ჩამოყალიბდნენ და 2011 წლიდან, ევროპის რანგით მეორე სანაკრებო სარაგბო ტურნირი, საქართველოს ტრიუმფით სრულდება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2020 წლის "შემოდგომის ერთა თასზე" და 2021 წლის "შემოდგომის ერთა სერიებში" იასპარეზა. დიდი ხანია, საქართველო ცნობილია, როგორც უმაღლესი დონის ბურჯების სამჭედლო. ქართველი ბურჯების უმრავლესობა საფრანგეთის ელიტურ სარაგბო ჩემპიონატში (ტოპ 14) ასპარეზობს, თუმცა, ქართული რაგბის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი მამუკა გორგოძეა, რომელმაც 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, ტონგასთან მოპოვებულ დრამატულ გამარჯვებაში (17:10) ლომის წვლილი დაიდო და თავი დადებული ლელოთი გამოიჩინა. გორგოძის თავდადების შედეგად, საქართველომ ჯგუფში 2 შეხვედრის მოგება შეძლო, მე-3 ადგილი დაიკავა და მომდევნო მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება ავტომატურად გაინაღდა. უკანასკნელ პერიოდში, უკანახაზელების - გელა აფრასიძის, ვასილ ლობჟანიძისა და დავით ნინიაშვილის თამამმა ასპარეზობამ, ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ საქართველო არა მხოლოდ შერკინების კარგი მოთამაშეების, არამედ ბრწყინვალე უკანახაზელების სამშობლოცაა.

შემადგენლობა U20 ზაფხულის სერიებში მონაწილეობის მისაღებად, მწვრთნელებმა 31 ახალგაზრდა მორაგბეს უხმეს. გამოძახებული 31 უმცროსი "ბორჯღალოსნიდან" უმრავლესობა ადგილობრივ (ქართულ) კლუბში ასპარეზობს. 14 მორაგბითაა წარმოდგენილი "ლელო სარასენსი". ქართული კლუბების პარალელურად, განაცხადში საფრანგეთში მოასპარეზე მორაგბეებიც მრავლად არიან. ნაკრების რიგები საფრანგეთში მოთამაშე შვიდმა მორაგბემ შეავსო - მათ შორისაა, ფორვარდები: ალექსანდრე ქუნთელია და ნიკოლოზ სუთიძე, რომლებიც ევროპის ჩემპიონის "ლა როშელის" ესპუარებში ასპარეზობენ. კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი მორაგბე, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ, მატის მოდებაძეა. ყოფილი "ბორჯღალოსნის" შოთა მოდებაძის შვილი და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელის - გურამ "ბურძგლა" მოდებაძის შვილიშვილი. 31 კაციან განაცხადში, მხოლოდ 11 მორაგბეა 20 წლის. U20 "ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა, საკმაოდ ახალგაზრდულ შემადგენლობას უხმო.

გამორჩეული მოთამაშეები საქართველოს თამაში ყოველთვის იყო დამოკიდებული, ძლიერ ფორვარდებსა და შერკინებაზე. ხშირ შემთხვევაში, მატჩის ბედს ფორვარდები განსაზღვრავდნენ.

Georgian-scrum-1024x576
დანამდვილებით შეიძლება აღვნიშნოთ, რომ საქართველო ძლიერი ფორვარდებისა და შერკინების გამორჩეული მოთამაშეების უშრეტი წყაროა. ისეთი მოთამაშეები, როგორიცაა ქუნთელია და სუთიძე დიდ როლს შეასრულებენ. ასევე, უნდა დავაკვირდეთ სერგო აბრამიშვილს, რომელიც კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი ბურჯია - იგი "სტად ფრანსეს" ღირსებას იცავს. ფორვარდები და ძლიერი შერკინება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მაგრამ თამაშის მოსაგებად გჭირდება ვინმე ისეთი, ვინც მატჩის მსვლელობის შეცვლას შეძლებს - ამისათვის, საქართველოს მოდებაძე ჰყავს. ახალგაზრდა მგეზავს უახლოეს მომავალში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართის მორგება სურს და საკუთარი უნარების წარმოასაჩენად, ეს ზაფხული მას შესანიშნავ შანსს მისცემს.

მატჩების განრიგი უმცროსი "ბორჯღალოსნები" B-ჯგუფში, შოტლანდიელი, უელსელი და იტალიელი თანატოლების წინააღმდეგ იასპარეზებენ. ქვეჯგუფის სამივე მატჩი ტრევიზოში გაიმართება. ქართველ მორაგბეებს უმნიშვნელოვანესი გამოცდის ჩაბარება პირველივე ტურში მოუწევთ, რომელშიც მასპინძელ იტალიას დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ U20 6 ერზე, იტალიამ 3 მატჩის მოგება შეძლო და ტურნირს ამაღლებული განწყობით მასპინძლობს. 30 ივნისს, უმცროსი "ბორჯღალოსნები" უელსს დაუპირისპირდებიან, ხოლო უკანასკნელ ტურში შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ მატჩს. ცნობისათვის, საქართველომ შოტლანდიის დამარცხება ორჯერ - 2018 და 2019 წლებში შეძლო. ფინალურ დღეს, 12 ივლისს, უმცროსი "ბორჯღალოსნები" იმ ერს დაუპირისპირდებიან, რომელიც A-ჯგუფში, იგივე პოზიციაზე დაასრულებს ასპარეზობას.

საქართველოს რაზმი U20 ზაფხულის სერიებზე ფორვარდები პირველი ხაზი: სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი), გიორგი მამაიაშვილი (ლელო), დავით გველესიანი (პროვანსი, საფრანგეთი), ნიკოლოზ ბაბუნაშვილი (ლელო), გიორგი მაისურაძე (ლელო), ნიკა სუთიძე (ლა როშელი, საფრანგეთი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, საფრანგეთი), ბადრი ციხისთავი (ლელო) მეორე ხაზი: ალექსანდრე ბურდული (ნარბონი, საფრანგეთი), გიგი ქურხული (ვეფხვები), გიორგი კერვალიშვილი (ლოკომოტივი), პაატა გალდავა (აია) მესამე ხაზი: რატი ზაზაძე (არმაზი), ლაშა ციხისთავი (ლელო), ბექა გელხვიძე (ლელო), თორნიკე ბაიხოიძე (ხვამლი), ბექა შვანგირაძე (ორიაკი, საფრანგეთი) ბექები 9-10: კოტე იაშვილი (აკადემია), დავით ხუროშვილი (ლელო), მატის მოდებაძე (მონპელიე, საფრანგეთი), პეტრე ხუციშვილი (ლელო), დავით იმნაძე (ლელო) ცენტრი: გიორგი ჩიქოვანი (ლელო), იოანე მეტრეველი (ლელო), თორნიკე კახოიძე (ლელო), საბა ლიპარტელიანი (ლელო) ფრთა/ფულბეკი: შალვა აფციაური (ლელო), გაგა ქევხიშვილი (ლელო), ლუკა სახელაშვილი (ლოკომოტივი), ვიტალი ირემაძე (ბათუმი), გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი)

სხვა სტატიები