რაგბი ევროპა | ესპანეთში გამგზავრებამდე
3 წლის წინ
რაგბი
2 წთ
მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი იმედოვნებს, რომ თამაშის ხარისხი ერთი კვირის წინანდელზე უკეთესი იქნება: "დასასვენებლად საკმარისი დრო გვქონდა და რეაბილიტაცია კარგად გავიარეთ. იყო მცირე ტრავმები. ორი მოთამაშის გარდა, უკვე ყველა სრული დატვირთვით ვარჯიშობს. დავხვეწეთ ის კომპონენტები, რაც პორტუგალიასთან არ გამოგვივიდა და იმედს ვიტოვებთ, რომ სრულად შევძლებთ ჩვენი ძლიერი მხარეების გამოყენებას". განვლილი კვირით კმაყოფილია ბორჯღალოსანთა მგეზავი თედო აბჟანდაძე, რომელსაც პორტუგალიასთან არ უთამაშია:
"გრძელი მოსამზადებელი კვირა გვქონდა და ოთხი სრულფასოვანი ვარჯიში ჩავატარეთ. ვიმუშავეთ პორტუგალიასთან დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე და ძლიერი მხარის გაუმჯობესებაზე. ვფიქრობ, ზეგინდელი თამაშისთვის მზად ვართ". ბორჯღალოსანი გელა აფრასიძე მომავალ თამაშს ასევე გამარჯვების იმედით ხვდება: "ვარჯიშებმა კარგად ჩაიარა. ნაყოფიერი სავარჯიშო კვირა გვქონდა, ესპანეთს უფრო მომზადებული ვხვდებით, ვიდრე პორტუგალიას და იმედი გვაქვს, რომ შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება." ფოტო: ლაშა ლორდქიფანიძე წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი