Belive

რაგბი ევროპა | კალინინგრადში იტალიელები იმსაჯებენ

3 წლის წინ რაგბი
1 წთ
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მესამე ტურის შეხვედრაში, რუსეთი საქართველოს უმასპინძლებს. რუსი "დათვებისა" და ქართველი "ბორჯღალოსნების" შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა. 20 მარტს კალინინგრადში საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართ შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მოედნის მსაჯი ანდრეა პიარდია, რომელიც გასული წლის მიწურულს, ბორჯღალოსანთა ორ მატჩზე გვერდით მსაჯად იყო დანიშნული. მან ირლანდიასთან და ფიჯისთან გვიმსაჯა. მას კიდეებიდან ბოტინო და ფრანკო დაეხმარებიან, ხოლო ვიდეო-რეფერი ლიპერინი იქნება. შეგახსენებთ, 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის (რომელიც 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა) მესამე რაუნდში, რუსეთს 20 მარტს, ჩვენი დროით 15 საათზე ვეთამაშებით. ფოტო: cardiffbluesblog წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები