Belive

რაგბი ევროპა | საქართველო რუმინეთის წინააღმდეგ დაირაზმა | შემადგენლობა

2 წლის წინ რაგბი
1 წთ
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პრინციპულ შეხვედრაში, რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. 12 მარტს, 19:30 საათზე, ბუქარესტში გასამართი მატჩის წინ, რუმინულმა მხარემ გულშემატკივარზე დაწესებული შეზღუდვა გააუქმა და იმედს გამოთქვამს, რომ პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირება სავსე ტრიბუნების ფონზე წარიმართება. რუმინეთთან გასამართ შეხვედრას პრინციპულად მოეკიდა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელმაც "ბორჯღალოსნების" უძლიერესი შემადგენლობა დაასახელა. ლევან მაისაშვილის რჩეულთა შორის ერთი დებიუტანტი - ლუკა ივანიშვილი მოხვდა. დავით ნინიაშვილი, გიორგი კვესელაძე, სანდრო თოდუა, კოტე მიქაუტაძე და ბექა საღინაძე, ბორჯღალოსნების კვართით 2022 წელს პირველად ითამაშებენ.

რაგბი ევროპა | რუმინეთისა და საქართველოს მატჩზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა

ოფიციალურად: ბორჯღალოსნები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ

275232051_339733624834978_888161914600558632_n

სხვა სტატიები