Belive

რაგბი ევროპა | საქართველოს ბოლო მეტოქე 29 მაისს გაირკვევა

3 წლის წინ რაგბი
2 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს რაგბი ევროპის 2021 წლის გათამაშებაში 4-დან 4 გამარჯვება გააჩნია. "ბორჯღალოსნებმა" სტუმრად პორტუგალია, ესპანეთი და რუსეთი დაამარცხეს, შინ კი რუმინეთს დამაჯერებლად სძლიეს და პირველ ადგილს დამსახურებულად იკავებენ ტურნირის გრანდ სლემის მოგებისთვის საქართველოს ბოლო მეტოქის დამარცხებაღა სჭირდება. როგორც ცნობილი იყო ჯგუფში მეექვსე გუნდის ვინაობა ბელგიასა და ნიდერლანდებს უნდა გაერკვიათ, რაგბი ევროპის განცხადებით მატჩი 29 მაისს ბელგიაში გაიმართება. ბელგია გასავარდნ ზონაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც 2020 წელს მთავრობამ ნაკრებს რუმინეთში გამგზავრების საშუალება არ მისცა, რათა მათ დასკვნითი მატჩი ჩაეტარებინათ. ნიდერლანდების მწვრთნელი ზეინ გარდინერი: "ჩვენ მოხარულნი ვართ იმ შესაძლებლობით რომ რაგბის ევროპის უმაღლესი ლიგის გუნდს ვხვდებით. ჩვენ ბელგიის ნაკრებისა და მათი შედეგებისადმი დიდი პატივისცემა გაგვაჩნია"   ბელგიელთა თავკაცმა ფრედერიკ კოკუმ კი დასძინა: "ვიცით რომ ჩვენ უმაღლეს დივიზიონში კარგად ასპარეზობა შეგვიძლია, გასულ წლებში ჩემმა გუნდმა რუსეთი, ესპანეთი და პორტუგალია დაამარცხა. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არ გვექნება იგივე შესაძლებლობეი რაც სხვებს, ელიტაში დარჩენა მნიშვნელოვანია რადგან მიმდინარე და მომავალი ტურნირის წლები მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა"   საქართველოს ნაკრები ამ წყვილში გამარჯვებულს სავარაუდოდ ივნისის ბოლოს, შინ დაუპირისპირდება

სხვა სტატიები