Belive

"რაგბი ევროპამ“ ყველა ტურნირი განუსაზღვრელი ვადით გადადო

4 წლის წინ რაგბი
1 წთ
მსოფლიოში გამეფებული კორონავირუსის გამო, "რაგბი ევროპამ“ გადაწყვიტა, მისი ეგიდით გასამართი ყველა მატჩი და ტურნირი განუსაზღვრელი ვადით შეაჩეროს როგორც ცნობილია, ეროპული რაგბის მესვეურები, განახლების თარიღად 15 აპრილს ასახელებდნენ, თუმცა ახლა აზრი შეიცვალა და გაჩნდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხსენებული ვადა, მატჩების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის, საკმარისი არ არის. "რაგბი ევროპა" გაითვალისწინებს ჯანდაცვის წარმომადგენელთა მოსაზრებებს და ტურნირების განახლების გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს. წყარო - "1TV"

სხვა სტატიები