Belive

რაგბი ევროპის 2023 წლის გათამაშება ახალი ფორმატით ჩატარდება

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მიერ მრავალგზის მოგებული  რაგბი ევროპის ჩემპიონატი ახალი ფორმატით და გუნდების გაზრდილი რაოდენობით ჩატარდება. ნაკრებთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, რომლებიც ორ 4 გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო A ჯგუფში ესპანეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის ნაკრებებთან ითამაშებს, ხოლო B ჯგუფში რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი იასპარეზებენ.

"ბორჯღალოსნები" პირველ მატჩს 4 თებერვალს გერმანიის წინააღმდეგ გამართავენ. შემდეგ შეხვედრაში 11-ში ნიდერლანდებს ვეწვევით, ხოლო 18-ში ასევე სტუმრად ესპანეთს ვეთამაშებით.

რაგბი ევროპის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი ფილიპ ტუჩელი ამბობს:

„ახალი ფორმატი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმართ ინტერესს გაზრდის და ჩვენ უფრო სანახაობრივი მატჩების თვითმხილველები გავხდებით. მონაწილეთა რაოდენობის 8 გუნდამდე გაზრდა ხელს შეუწყობს ევროპული რაგბის განვითარებას“.

თითოეული ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო თასის ნახევარფინალში გადის, ხოლო მესამე-მეოთხეადგილოსნები მეხუთე-მერვე ადგილის ნახევარფინალებს ითამაშებენ. ნახევარფინალური შეხვედრები 4-5 მარტსაა ჩანიშნული, ფინალები კი 18-19 მარტს გაიმართება და ყველა ადგილი გათამაშდება.

სხვა სტატიები