Belive

რაგბი ევროპის ბოლო ტურისა და ახალი სეზონის თარიღები ცნობილია

3 წლის წინ რაგბი
2 წთ
2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის გადადებული მატჩი, რომელშიც საქართველო რუსეთს უნდა დაპირისპირებოდა, 2021 წლის თებერვალში ჩატარდება. რაგბი ევროპის მიერ გავრცელებული ოფიციალური მოხსენების თანახმად, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-5 ტურის გადადებული მატჩები, 2021 წლის 6-7 თებერვალს გაიმართება. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურისა და 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩების გამართვის თარიღი გამოქვეყნდა. რაგბი ევროპამ ხანგრძლივი და დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის და ახალი, 2021 წლის სეზონის ჩატარების თარიღები დაასახელა. მოლაპარაკებების შემდეგ რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭომ შემდეგი განრიგი დაამტკიცა: 2021 წლის 6-7 თებერვალს, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის გადადებული მატჩები გაიმართება: საქართველო – რუსეთი; რუმინეთი – ბელგია; ესპანეთი – პორტუგალია; 20 ან 21 თებერვალს, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლოადგილოსანი ფლეი ოფს გამართავს ქვედა დივიზიონის გამარჯვებულ ნიდერლანდებთან; 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი 6-7 მარტს დაიწყება და საერთაშორისო ფანჯრების გათვალისწინებით, 2021 წლის ივლისის დასაწყისში დასრულდება. ახალი სეზონის ზუსტი განრიგი გადადებული მატჩების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. შეგახსენებთ, 2021 და 2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატების ჯამის შედეგად, საუკეთესო გუნდი 2023 წლის მსოფლიო თასზე გ ჯგუფში, უელსთან, ავსტრალიასთან, ფიჯისთან და გლობალური საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულთან ერთად ევროპა 1-ის სტატუსით მოხვდება. მეორე ადგილზე გასული გუნდი ბ ჯგუფში სამხრეთ აფრიკას, ირლანდიას, შოტლანდიას და აზია-წყნარი ოკეანის ფლეი ოფის გამარჯვებულთან მოხვდება. მესამე ადგილზე მყოფი გუნდი გლობალურ საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაერთვება. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

სხვა სტატიები